WINDOWS და   MICROSOFT OFFICE გამოყენებითი პროგრამების ინტერაქტიული სწავლება

 

 
   
 

საიტის ავტორს თავიდან ჩაფიქრებული ჰქონდა მომხმარებლის დახმარება WINDOWS და   MICROSOFT OFFICE გამოყენებითი პროგრამების   შესწავლაში. მაგრამ დროთა განმავ­ლო­ბაში საიტის მიზანი მნიშვნელოვნად ვიწრო აღმოჩნდა იმ მასალისთვის, რომელიც საიტზე დაიდო. დღეისათვის საიტი ემსახურება ინფორმაციული ტექნოლოგიების გამოყენებას სასწავლო პროცესში.

საიტზე მოთავსებული კავშირის „Access2007, ინტერაქტიული გაკვეთილები“ გააქტიურებით გაეცნობით საგანს “მონაცემთა ბაზების დაპროექტება და მართვა (Access2007 გამოყენების ტექნოლოგია)”, რომელიც წარმოადგენს დისტანციური პროგრამირებული სწავლების ლექციების კურსს. კურსი შედგება 25 გაკვეთილისაგან, რომლებშიც განხილუ­ლია სამი გამოყენებითი ამოცანის (ამოცანების კომპლექ­სის) პროექტის შექმნა. კურსის შესწავლა მოითხოვს შესაბამისი მონაცემთა ბაზების ჩამოტვირთვას, იმ ბაზებისა, რომლებიც, ერთი მხრივ, კურსის შესწავლის შედეგია, მეორე მხრივ, Access2007 გამოყენების შესაძლებლობების საილუსტრაციო მასალაა.
„პრაქტიკული Excel“ წარმოადგენს ამოცანების კრებულს ამოხსნებით. ამოხსნა მოცემულია ყველა აუცილებელი ოპერაციის შესაბამისი კომპიუტერზე ილუსტრაციით.

„MS Office“ გთავაზობთ ოპერაციული სისტემის WINDOWS და   MICROSOFT OFFICE გამოყენებითი პროგრამების – WORD, EXCEL, ACCESS შესწავლას. მასალა მოწოდებულია კით­ხვა-პასუხის ფორმით. კითხვების თანმიმდევრობა ითვალისწი­ნებს პროგრამების შესწავლას მარტივიდან – რთულისაკენ. კითხვა წარმოადგენს დავალებას, რომლის შესრულების წესი მოცემულია ცხრილით. ცხრილი ორსვეტი­ანია: პირველში მოყვანილია დავალების შესრულების გზები და მოქმედებების შინაარსი, მეორეში – მოქმედებების შესრულება კომპიუტერზე იმ ღილაკებით, რომლი­თაც ვასრულებთ ამ მოქმედებებს. პროგრამის კითხვა-პასუხს წინ უძღვის პროგრამის მოკლე დახასიათება და საწყისი ფანჯარა.
ინტერნეტის შესასწავლი მასალა მოცემულია ჩვეულებრივი წიგნის ფორმით.

საიტზე წარმოდგენილი მასალა გამოცემულია ივ. ჯავახიშვილის თბილისის სახელ­მწი­ფო უნივერსიტეტის გამომცემლობის მიერ წიგნების სახით. მასალით შეგი­ძლიათ სარგებლოთ ონლაინ რეჟიმში ან ჩამოტვირთოთ პირადი მოხმარებისთვის. წიგნების შეძენა შეგიძლიათ სავაჟრო ქსელითაც.

ავტორის მიერ მადლიერების გრძნობით მიიღება შენიშვნები და სურვილები, ამისთვის საიტზე მითითებულია ავტორის ელექტრონული ფოსტის მისამართი.

 


Georgian Font
   
© 2002 Tzira Japiashvili